Sunday, September 28, 2014
მეცხრე დღე
საინტერესო იყო დღევანდელი დღე გავიმეორეთ და გავიხსენეთ ნასწავლი მასალა. მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი ტრენინგით. დიდი მადლობა განათლების სამინისტროს და ჩვენ ტრენერს.
Saturday, September 27, 2014
მერვე დღე
დავამთავრეთ ჩჰვენი ნამუშევრები და ავტვირთვეთ ბლოგზე, ასევე გავაკეთეთ ელექტრონული პორტფოლიო
Friday, September 19, 2014
Saturday, September 13, 2014
მეხუთე დღე
ძალიან მომეწონა დღევანდელი დღე, დღეს გავაკეთეთ ბუკლეტი და დავწერეთ შფასება გაკეთებულ პროექტთან დაკავშირებით.
Wednesday, September 10, 2014
მეოთხე დღე
ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე. დღეს გავაკეთეთ პრეზენტაციები სასურველ თემაზე და ვისწავლეთ თუ როგორ გავაკეთოთ ბუკლეტი.
Sunday, September 7, 2014
მესამე დღე
მესამე დღე საინტერესო იყო ვისწავლეთ თუ როგორ უნდა დავსვათ მიმართულების მიმცემი კითხვები და ასევე პრეზენტაციის გაკეთება.
Tuesday, July 8, 2014
სასწავლო პროექტი
პროექტი: ინგლისური ენის როლი 21-ე საუკუნეში
პროექტის სახელწოდება: ინგლისური ენის როლი 21-ე
საუკუნეში.
პროექტის მთავარი იდეა: გაერკვიონ ინგლისური ენის
სწავლის აუცილებლობაში.
პროექტის აქტუალობა: დღესდღეობით უამრავი ადამიანი
სწავლობს ინგლისურ ენას, განსაკუთრებით სკოლებში და უმაღლეს სასწვლებლებშია
გაძლიერებული ამ უცხო ენის სწავლება. მაღალანაზღაურებად სამსახურებშიც სწორედ
ინგლისური ენის ფლობაა აუცილებელი მოთხოვნა.რატომ?
პროექტის მიზნები: ჩაატარონ გამოკითხვა სხვადასხვა
სფეროში მომუშავე ადამიანებთან და გაარკვიონ რამდენად მნიშვნელოვანია მათ
საქმიანობაში ინგლისური ენის ცოდნა. ამით მოსწავლეებს უყალიბდებათ ინფორმაციის
მოძიების, კვლევა-ძიების, ლოგიკური აზროვნების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეთა ასაკი: 16-17
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც
შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები
მივლენ იმ დასკვნამდე, რომ დღეს 21-ე საუკუნეში უცხო ენის და განსაკუთრებით
ინგლისური ენის ცოდნა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. კვლევის
შედეგად მიღებული ინფორმაცია მოკლედ დაბეჭდონ ელექტრონული ვარსიით, რომელ
პროფესიულ სფეროს რამდენად ესაჭიროება ინგლისური ენის ფლობა და ბუკლეტები დაურიგონ
სხვადასხა კლასის მოსწავლეებს.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. მასწავლებელი კლასში აწარმოებს
გამოკითხვას ვის რომელ სფეროში სურს საქმიანობის გაგრძელება მომავალში და
სურვილის წარმატებით განხორციელებისათვის რა პირობებია აუცილებელი.
აქტივობა 2. მას შემდეგ რაც მოსწავლეები
მივლენ იმ დასკვნამდე რომ ინგლისური ენის ფლობა წარმატების საწინდარია,
მოსწავლეები ირჩევენ პროექტის თემას და მოჰყავთ არგუმენტები თუ რამდენად
საჭიროა ამ პროექტის ჩატარება.
აქტივობა 3. მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს
4 კაციან ჯგუფებად შემთხვევითობის პრინციპით.
აქტივობა 4. ჯგუფები მიდიან სხვადასხვა
ორგანიზაციებში და აწარმოებენ გამოკითხვას ინტერვიუს სახით, თუ რამდენად სჭირდებათ
დასაქმებულებს ინგლისური ენის ფლობა და რა პრობლემებს აწყდებიან ინგლისურის
არცოდნის გამო თავიანთ საქმიანობაში.
აქტივობა 5. მოსწავლეები პროგრამა
internet-ის გამოყენებით მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნებში რამდენადაა
მოთხოვნადი ინგლისური ენის ცოდნა.
აქტივობა 6. მოპოვებულ ინფორმაციას ისინი
ბეჭდავენ Word-ის პროგრამაში და ამზადებენ ბუკლეტებს და ურიგებენ
სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს.
აქტივობა 7. პროგრამა Power Point-ში
მოამზადებენ პრეზენტაციას და დიაგრამის სახით წარმოადგენენ დასაქმებულთა
მიერ ინგლისური ენის ცოდნის სტატისტიკურ მონაცემებს.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:დიქტოფონი,კომპიუტერი,პროექტორი,პრინტერი,კომპიუტერული
პროგრამების ცოდნა: Word, Power Point, Internet,VUE.
საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ-ი. უცხ.ს.VIII.12. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი
მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.უცხ.ს.VIII.13. მოსწავლეს
შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.
პროექტის ხელმძღვანელი: darejan
khmaladze
ელექტრონული ფოსტა: darikaxmaladze@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)